პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ლაბორატორია

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მნიშვნელოვანია სწრაფი, ზუსტი და ფართომასშტაბიანი ტესტირება. პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ლაბორატორია იყენებს ავტომატიზაციისა და რობოტიზაციის თანამედროვე სისტემებს, რათა ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადოს

რეიმანი PCR ტესტი

თანამედროვე ლაბორატორია

რეიმანის გენეტიკურ ლაბორატორიაში Thermo Fisher Scientific-ისა და Opentrons-ის თანამედროვე აპარატურის გამოყენებით მაღალ წარმადობასთან ერთად მაღალი სიზუსტეც მიიღწევა. ვებ-სივრცესთან ინტეგრირებული ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა ტესტირების შედეგების დროულ ფორმირებას და ელექტრონულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

რეიმანი PCR ტესტი

ინოვაციური გადაწყვეტა

ჩვენი ლაბორატორია ნიმუშებს იღებს როგორც სხვადასხვა კლინიკებიდან, ასევე ინდივიდუალურად, ბინაზე მომსახურებით ან ორგანიზაციებში თანამშრომელთა გეგმიური ტესტირების ფარგლებში. მასალის დამუშავება ხდება RT-qPCR მეთოდოლოგიით და პასუხების ელექტრონული მიწოდება მაქსიმუმ 24 საათში.

რეიმანი PCR ტესტი

რას ვაკეთებთ

დღეს ჩვენი რესურსები მობილიზებულია Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაზე, თუმცა ჩვენი ლაბორატორიული პლატფორმა გვაძლევს სხვა ბევრი დაავადების მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის და თანამედროვე კვლევების ადგილზე ჩატარების საშუალებას.

ფაქტები

პასუხები

ტესტი დღეში

ჩატარებული PCR ტესტი

შეუძლია დააფიქსიროს 10 ვირუსული რნმ-ის ასლის ექვივალენტი რეაქციაში

დაჯავშნე ვიზიტი სახლიდან გაუსვლელად

შეავსეთ ველები და დააჭირეთ დაჯავშნის ღილაკს. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ მითითებულ ნომერზე და შეათანხმებს ყველა საჭირო დეტალს. ანალიზის პასუხს კი მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებთ.

  • PCR ტესტი, პასუხი 5 საათში – 129 ლარი
  • PCR ტესტი, პასუხი 24 საათში – 99 ლარი

ბინაზე მომსახურების შემთხვევაში თანხას 20₾ დაემატება.

სახელი
*
აუცილებელი ველი
გვარი
Field is required!
აუცილებელი ველი
  • - სქესის არჩევა -
  • მდედრობითი
  • მამრობითი
  • არ მსურს დაკონკრეტება
- სქესის არჩევა -
Field is required!
Field is required!
ტელეფონის ნომერი
Field is required!
აუცილებელი ველი
ელ.ფოსტა
Field is required!
აუცილებელი ველი
თარიღის არჩევა
Field is required!
აუცილებელი ველი

რეიმანის გენეტიკური ლაბორატორია

სამედიცინო მეცნიერებამ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ადამიანის ორგანიზმისა და მასში მიმდინარე პროცესების სირთულე კიდევ ბევრ გამოწვევას გვთავაზობს. ნებისმიერი ადამიანი, ბევრი თვალსაზრისით, უნიკალურია, ანალოგიურად – დაავადებებიც. სამედიცინო ტექნოლოგიებისა და გენეტიკის განვითარება, ინფორმაციის დიდი ნაკადების მცირე დროში ანალიზის შესაძლებლობა, აღრმავებს ჩვენს ცოდნას თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კონკრეტულ ადამიანს.

თანამედროვე მედიცინისა და ბიოლოგიური მეცნიერების განვითარება ქმნის წინაპირობას დავინახოთ, თუ რა გამოარჩევს თითეულ ჩვენგანს და შევთავაზოთ უშუალოდ მასზე მორგებული ჯანმრთელობის გეგმა და მკურნალობა. კლინიკური პრაქტიკის მონაცემები, მოლეკულური დიაგნოსტიკის შედეგები ერთიანობაში ციფრული და ტექნოლოგიური განვითარების მიღწევებთან, ქმნიან მედიცინის მომავალს. ეს გამოწვევები ჩვენთვის ახალი შესაძლებლობებია, რომლებმაც გვიბიძგეს გენეტიკური ლაბორატორიის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც პერსპექტივაში უნდა გახდეს სამედიცინო პრობლემების პერსონალიზებული, უშუალოდ კონკრეტულ პიროვნებაზე მორგებული მკურნალობის ერთ-ერთი დასაყრდენი.

FAQ

COVID-19-ის რომელი ანალიზები ტარდება ლაბორატორიაში?

ჩვენს ლაბორატორიაში ტარდება ე.წ „ოქროს სტანდარტად“ წოდებული RT-qPCR კვლევა SARS-CoV-2-ის დასადგენად.

შემიძლია ვისარგებლო ბინაზე მომსახურების სერვისით?

დიახ, ბინაზე გამოძახების სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტზე მოცემული ჯავშანის ფორმის შევსების ან საკონტაქტო ტელეფონზე დარეკვის გზით.

შემიძლია ადგილზე მოსვლით ჩავაბარო ნიმუში?

დიახ, ნიმუშის აღება ხდება კლინიკა „რეიმანში“, სანდრო ეულის #5, თბილისი.

რა დრო სჭირდება პასუხების მიღებას?

პასუხების მიღება ხდება ნიმუშის ჩაბარებიდან 24 სთ-ის განმავლობაში.

როგორ მოხდება პასუხების მოწოდება?

პასუხს მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ e-mail-სა და მობილურის ნომერზე, sms-ის სახით.

რამდენ ტესტს აკეთებს თქვენი ლაბორატორია ყოველდღიურად?

კლინიკა რეიმანის გენეტიკური ლაბორატორიის მაქსიმალური წარმადობა დღეში 1,000 ტესტია.

რა ღირს ტესტირება?

ტესტირების ღირებულება ნიმუშის ადგილზე ჩაბარებით ღირს 90 ლარი. ბინაზე გამოძახების სერვისით სარგებლობისას, ამ თანხას დაემატება პერსონალის ეკიპირების 20 ლარი, ჯამში 110 ლარი.

ტელეფონი

(+995) 032 212-11-15

ელ.ფოსტა

info@raygen.ge

მისამართი

სანდრო ეულის #7, თბილისი, საქართველო

კლინიკა რეიმანი